გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება მიმდინარეობს

გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება გრძელდება. დასასვენებელ სივრცეებში გამოიცვალა დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ინვენტარის ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდება.
სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები