მიშა ჯავახიშვილი: ყოველი ასეთი პროექტი არის ეროვნული განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი კულტურის გამორჩეული წევრები მონაწილეობენ და ქვეყნის სახელსა და კულტურას წარვადგენთ

გერმანიაში, ბერლინის ტურისტული გამოფენა ქართული გრანდიოზული გალა შოუთი გაიხსნება. კონცერტის ფარგლებში ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა.მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგნენ. მათ შორის: ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, დავით ევგენიძე. გამოფენის მნიშვნელობის და ქართული მუსიკალური პროგრამის შესახებ საუბრობს მუსიკოსი მიშა ჯავახიშვილი.
„ყოველი ასეთი პროექტი არის ეროვნული განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი კულტურის გამორჩეული წევრები მონაწილეობენ და ქვეყნის სახელსა და კულტურას წარვადგენთ. როგორც მუსიკოსი ანსამბლ რუსთავთან ერთად მოხარულები ვართ, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას ჩვენი ქვეყნის დიდ განძს წარვადგენთ. მრავალი წელია ანსამბლი რუსთავი ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს და კლასიკური რეპერტუარი არის ქართული მრავალხმიანობისა. ანსამბლი რუსთავი სწორედ ამ რეპერტუარს გამოიყენებს ღონისძიებაზე. შესრულდება ოროველა უნიკალური სიმღერა, შესრულდება ჩვენი ქვეყნის ალბათ ერთ-ერთი ჰიმნი- ეს არის ჩაკრულო. ამ ერთობლივ ნაწარმოებებში ჩვენი რუსთავის ხმა ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება“,-ამბობ მიშა ჯავახიშვილი.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებას და არქიტექტურას გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები