საჩხერეში ვახტანგ (ვანანო) ყაველაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

საჩხერეში ხელოვნებათმცოდნისა და პედაგოგის ვახტანგ (ვანანო) ყაველაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მემორიალური დაფა გაიხსნა.

საჩხერის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ ყაველაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ გახსნა.

“ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, თვითმმართველობის წევრები და ხელოვნებათმცოდნის მეგობრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ (ვანანო) ყაველაშვილი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მონოგრაფიებისა და არაერთი ნაშრომის ავტორი”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები