ახალციხეში მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც 5 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადაეცათ.
„მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მოადგილემ ჰამბარცუმ ბაბოიანმა, მერის სამსახურების თანამშრომლებმა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის და ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები