სასამართლომ გორში მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ნიკა საბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ნიკა საბაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
საქმე ეხება 2 დღის წინ, გორში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც მანქანების ხელოსანმა ქუჩაში 2 ადამიანის მოკვლა სცადა. აქედან ერთი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დანაშაულის ჩადენის მოტივად დაცვის მხარემ ფულის გამოძალვა დაასახელა და განმარტა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.