გორში, სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.
გორის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად გზის გარკვეულ მონაკვეთებზე იგება ასფალტის საფარის პირველი პირი.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 708 მეტრია.
სამუშაოების ღირებულება 751 000 ლარია
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
საპროექტო გზის მონაკვეთი ტურისტული მნიშვნელობისაა. გარდა იმისა, რომ ის ვიზიტორებს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან აკავშირებს, სოფლის სასაფლაოსკენაც მიემართება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება”, – ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.