სამტრედიაში თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით იმერეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, აზიური ფაროსანასთან ბრძოლის სააკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტის მერები და ფერმერები ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად ,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის” ახალი პროგრამა განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტარამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღო 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარება. ქულები აგრობარათზე დაერიცხათ. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერებმა კი ისარგებლეს შეღავათიანი აგროკრედიტით.

,,ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება. არის პროდუქტები, რომლის ექსპორტიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდაზე. ერთ-ერთი პროდუქტი სწორედ თხილის წარმოებაა. სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი ,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის” სრულ მხარდაჭერას და დახმარებას უცხადებს თხილის ფართობის მქონე ფერმერებს. დღევანდელი საინფორმაციო შეხვედრა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის”, – აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემდეგი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ფერმერების დატრენინგება და მხარდასაჭერად აღნიშნული დახმარების გაცემა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები