ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილის საფარი. მოხდა შესასვლელი თაღის აღდგენა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუზეუმის ჭიშკარს და ღობეებს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 638, 485 ლარს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.