ქობულეთის მერია: 2023 წლისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, 2023 წლისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
მათივე ცნობით, გრძელდება მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტი. მიმდინარე წელს ახალი მისამართები შეემატება რეაბილიტირებულ ეზოებს.
“რამდენიმე მისამართზე სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, მოადგილესთან, მერიის სამსახურებთან, საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. კომახიძის N13-ში, ასევე რუსთაველის N156-ში სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ძალიან მალე აღნიშნულ მისამართებზე კეთილმოწყობილი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა იქნება.
რამდენიმე დღეა დაიწყეთ სამუშაოები რუსთაველის ქუჩის კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ ვაწესრიგებთ N162/ჟ ეზოს. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია. კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა. განთავსდება საპარკე სკამები, გარე განათებები, საბავშვო კუთხეები”, – ნათქვამია ქობულეთის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები