ჩხოროწყუში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება

ჩხოროწყუში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ნანული კვიტატიანის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გადარჩენა.

შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოადგილესთან, მერის წარმომადგენელთან, ქალაქის მაჟოროტარ დეპუტატთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები