ქარელის სოფელ ქვენატკოცაში 5 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ შუბითიძემ სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტირება განხორციელდება ხუთ ქუჩაზე.

“ამჟამად ოთხ ქუჩაზე მიმდინარეობს გზის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო ერთ ქუჩაზე უკვე იგება ასფალტობეტონის ზედა ფენა.

პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები