აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარის პოპულარიზაცია უნგრეთსა და დანიაში განხორციელდა

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის ტურისტული პროდუქტები და სერვისები უნგრეთისა და დანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი.

“ღონისძიებების ფარგლებში უნგრელ და დანიელ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გასცნობოდნენ და საქართველოში მოგზაურობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უნგრეთსა და დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის, იყო შეხვედრები უნგრეთის ტურიზმის ასოციაციის ფონდის პრეზიდენტთან, wizzair-ის, budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ის, უნგრეთის აეროპორტისა და სხვადასხვა წამყვანი მარკეტინგულ კომპანიების წარმომადგენლებთან. დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა”, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები