ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში ცნო დამნაშავედ.

ბრალდებული  გალიფ ოზთურქი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ბიზნესმენის უფლებადამცველები განაჩენს ტენდენციურს უწოდებენ.

„გადაწყვეტილება, ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ვფიქრობთ, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რვა წელი მიესაჯა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიჩნევს.  პროკურორის  განცხადებით, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა

პროკურატურა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება.

პარალელურად გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები