სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი.

“საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები