ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. რეგიონში მოქმედ გიდებს პროფესიული დღე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა.
“შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. რის შემდეგაც გიდების ასოციაციამ 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი დააჯილდოვა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში მოქმედ გიდებთან და ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს მათი ჩართულობით. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში რეგიონში მოქმედი და დამწყები 100-ზე მეტი გიდი გადამზადდა სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში რეგიონში მოქმედი 200-ზე მეტი გიდია ფიქსირებული”, – ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები