ცაგერში ზვავში მოყოლილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ცაგერში ზვავში მოყოლილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი მანქანიდან.

შუახნის კაცი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა.
გარდაცვლილი ისუნდერის საჯარო სკოლის მასწავლებელი, გელა ლიპარტელიანია.

სამძებრო სამუშაოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზვავი გუშინ საღამოს ჩამოწვა.

დიდთოვლობის გამო ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები