თორნიკე რიჟვაძე: ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ სამედიცინო ინფრასტრუქტურის პროექტებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უწყვეტ რეჟიმში უნდა ხდებოდეს სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი გაუმჯობესება.

„აჭარის ა/რ მთავრობა იწყებს ძალიან მასშტაბურ სამედიცინო ინფრასტრუქტურის პროექტებს. უახლოეს მომავალში დაიწყება სამი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს ეხება ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს. აშენდება ახალი შენობა. შესაბამისად, პირობები გაუუმჯობესდებათ როგორც იქ მომუშავე პერსონალს, ასევე პაციენტებსა და ბენეფიციარებს. ჩვენ ვიწყებთ გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის, სასწრაფოს ახალი შენობის მშენებლობას. შესაბამისად, 160-ზე მეტ პირს იქაც გაუუმჯობესდება პირობები და პაციენტები შეძლებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მიიღონ შესაბამისი სერვისები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამ ინიციატივაში არის ბათუმის პირველი პოლიკლინიკა, სადაც ყველაზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს მომსახურებით. ჩვენ ვიწყებთ პოლიკლინიკის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ამ პროექტის ფარგლებში 50 000-ზე მეტ თანაქალაქელს გაუუმჯობესდება როგორც პირობები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი გაუმჯობესება”,- განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები