სამტრედიაში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდისა და უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

იწმინდება შიდა სასოფლო გზები, რასაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამისი ტექნიკა.

გზების გაწმენდით სამუშაოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე აკვირდება მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ზაქრაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები