ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.