გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება უჭირთ და დახმარებისთვის ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ქეთევან მოისწრაფიშვილის თქმით, რეგიონში ყველა პრობლემურ მიმართულებაზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სამივე მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება.
„უხვმა ნალექმა სამივე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და გზები იწმინდებოდა. ცენტრალური გზების გაწმენდის შემდეგ შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. ამ ეტაპზე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სამივე მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება”, – ამბობს მოისწრაფიშვილი.