გორის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში გზები თოვლისგან მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამინდის გაუარესების გამო, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ პირველ ეტაპზე გზები გაწმინდა და ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებსა და შუქნიშნებთან ტექნიკური მარილი დაყარა. ცენტრალური გზები იწმინდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გაკეთდება”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები