ქარელში, ახალსოფლის ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები,ახალსოფელში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრნენ.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები, საძინებელი, სასადილო, სათამაშო და ასევე პერსონალისათვის განკუთვნილი ოთახები. შეიღება გარე ფასადი, მოწესრიგდა ეზოს ტერიტორია და დაიდგა საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
მათივე ცნობით, საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
პროექტი განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით.
სამუშაოები შეასრულა შპს „ტენდექსმა”.