მარტვილის მერმა ვენერა დანელიას 100 წლის იუბილე მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 100 წელი შეუსრულდა.

მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს.

ვენერა დანელია 1923 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ იუბილარს 2 000 ლარი ჩაურიცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები