გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები არაშენდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ზიარში, ფხოველში, ქოდალოში, არაშენდასა და დარჩეთში შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე მთავარ მოსაგვარებელ საკითხებად გზების მოხრეშა, მოსაცდელის მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს.
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არაშენდის ადმინისტრაციულ ერთეულშია 68 000 ლარი”, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.