ხულოს მუნიციპალიტეტში, 2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 728 341 ლარია გათვალისწინებული

ხულოს მუნიციპალიტეტში, 2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 728 341 ლარია გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2023 წელს გაგრძელდება მთებში ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება: მთა თეთრობში ელექტროგადამცემი ქსელების რეაბილიტაცია, მთა ზორტიყელში შიდა ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია, მთა ზედა და ქვედა ყორანაიაილებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია, ვაშლოვანის და დიდაჭარის მთებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები