ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, როგორც შტაბის სხდომაზე აღინიშნა, მოსალოდნელ დიდთოვლობასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანური რესურსი და შესაბამისი სპეცტექნიკა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე შტაბის წევრებმა, დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამობილიზაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ცენტრალური, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გახსნილია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები