გორის მერია უსახლკარო მოქალაქეებისთვის კოტეჯების მოწყობას აგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახლკარო მოქალაქეების საცხოვრისებით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საცხოვრისების მოწყობის სამუშაოები უფლისციხესა და ბერბუკში მიმდინარეობს.
“კოტეჯების მოწყობა იგეგმება მერეთსა და კარალეთშიც. ორივე სოფლებში პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარეობს ტენდერი.
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო ადამიანებისთვის საცხოვრისების მოწყობის გადაწყვეტილებას, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია იღებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.