11-12 თებერვალს, თელავში, ჭადრაკში „კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი“ გაიმართა

11-12 თებერვალს, თელავში, ჭადრაკში „კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი“ გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 12 და 14 წლამდე გოგონები და ვაჟები. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატში ლაგოდეხის სახელით მონაწილეობდა 4 მოჭადრაკე: ლიკა ბუზალაძე, სოფია ლიმარი, ნათია ქშუტაშვილი და ალექსანდრე ტუმასოვი.

„12-წლამდე გოგონებში პირველი ადგილი ლიკა ბუზალაძემ მოიპოვა (არცერთი წაგებით 7-დან 6,5 ქულით);

14-წლამდე გოგონებში პირველი ადგილი სოფია ლიმარმა მოიპოვა (არცერთი წაგებით 7-დან 6,5 ქულით).

ჩემპიონატში პირველად მონაწილეობა მიიღეს ნათია ქშუტაშვილმა და ალექსანდრე ტუმასოვმა. ნათიამ 12-წლამდე გოგონებში 3 ქულა, ხოლო ალექსანდრემ 12-წლამდე ვაჟებში 2 ქულა დააგროვა.

ვულოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები