აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად დავით ზალკალიანს შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რომლებიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.