იოსებ ხახალეიშვილი იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მერის სტიპენდიები მოიპოვეს
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მერის სტიპენდიები მოიპოვეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლილე ქუთელია, ზაური ბოკელავაძე, ანა ხიხაძე, ანი სანიკიძე, მარიამ ჩარქსელიანი და მარი იონანიძე ქუთაისის 3 უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტები არიან და ყოველთვიურად იღებენ მერის სტიპენდიას.
„ყოველწლიურად, რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს ვუნიშნავთ სტიპენდიას. ეს ამ ახალგაზრდების შრომის დაფასება და წახალისებაა, რაც სტიმული უნდა იყოს სხვებისთვისაც.
დღეს ქუთაისის სამივე უნივერსიტეტის იმ 6 სტუდენტს შევხვდით, რომლებმაც მიმდინარე სასწავლო წელს მოიპოვეს ჩვენი სტიპენდია.
საინტერესო საუბარი გვქონდა ახალგაზრდებთან.
მჯერა, ისინი თავიანთი ცოდნითა და განათლებით ქუთაისის განვითარებას შეუწყობენ ხელს“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.