ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ხვანის მცხოვრებლებმა სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

„სოფელ ჭალოვანში მოსახლეობას რამდენიმე წინადადება ჰქონდა წარდგენილი: სოფელში არსებული ორი სასაფლაოს შემოღობვა, შიდა საუბნო გზებისა და გარე განათების მოწყობა. ხმათა უმრავლესობით სასაფლაოების შემოღობვა გადაწყდა.

სოფელ ლიჩში ადგილობრივებმა კენჭისყრაზე ორი საკითხი დააყენეს: სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და წისქვილის რეაბილიტაციის გაგრძელება.

სოფელი ღოდორას მოსახლეობამ, სასაფლაოზე წყლის მიყვანა და განათების მოწყობა ისურვა.

ვაკისის მაცხოვრებლებმა კი, სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს“, – ნათქვამია საჩხერის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები