გორში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40 შშმ პირს ეტლები გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.

„გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.

ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უხცოელი დონორები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები