აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციების ხელმძღვანელობასთან, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან, Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან, Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ასევე ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც ექსტენციაში არიან ჩართულები.

“აღნიშნული ვიზიტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ექსტენციის სერვისების მხარდაჭერა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარება.

საქართველოს მხრიდან აშშ-ში ვიზიტით გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, უნივერსიტეტის თანამშრომლები, მეცნიერ მუშაკები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენელი დემნა ძირკვაძე, გოჩა შაინიძე, მომავლის ფერმერის თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები