საჩხერის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ
საჩხერის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლების: ბახიოთის, შალაურის, მახათაურის, ცხამის, დურევის, იტავაზის, არგვეთის, სავანისა და იცქისის მოსახლეობამ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და მათგან არჩევანი გააკეთა.
“ბახიოთში შემდეგი საკითხები განიხილეს: სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა, ერაძეების, ზედა ბუსხრიკიძეებისა და ქვედა ბუსხრიკიძეების უბნებში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა. ხმათა უმრავლესობით ზედა ბუსხრიკიძეებში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა გადაწყდა.
შალაურში გარე განათების, სკვერის კეთილმოწყობასა და სანიაღვრე არხის მოწყობას შორის არჩევანი გარეგანათებაზე შეჩერდა.
მახათაურში მოსახლეობამ რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, გარე განათება და სკვერის კეთილმოწყობა დაასახელა, შეირჩა გარე განათების მოწყობა.
ცხამში გზის ნაპირდამცავის მოწყობა ბაგირებით, ლაშეს უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, აბრამიშვილებში საუბნო გზა და ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობა დასახელდა. ხმათა უმრავლესობით ლაშეს საუბნო გზა მოეწყობა.
დურევში ორ საკითხზე ისაუბრეს: ეკლესიის მიმდებარედ ფანჩატურისა და ნადირაძეების საუბნო გზაზე გაბიონის მოწყობა. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ფანჩატურის მოწყობა.
სავანის მოსახლეობამ ოთხი საკითხი წარადგინა: სანიაღვრე არხის გაკეთება, გარე განათების, საუბნო გზების მოწყობა და ნაძვნარის შემოღობვა. ხმათა უმრავლესობით სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა.
სოფელი არგვეთის მცხოვრებლებმა სამი პროექტის განხორციელება ისურვეს: საუბნო გზის რეაბილიტაცია, ამბულატორიის რემონტი და სანიაღვრე არხის მოწყობა ერთ-ერთ უბანში; უმრავლესობამ საუბნო გზის (მაჭავარიანების უბანში) მოწყობა გადაწყვიტა.
სოფელ იტავაზაში ერთხმად სკვერის მოწყობა დაასახელა მოსახლეობამ,
სოფელ იცქისში გარე განათების მოწყობის დასრულება ისურვეს, რომელიც წინა წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.