“შვილიშვილებს ვფიცავ, არაფერი ვიცი” – ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მან “პრაიმტაიმს” უთხრა, შვილის შესახებ ამ დროის განმავლობაში არაფერი იცოდა.

„ჩემი მეუღლის ბიძაა ომიანე ჯიქია, რა თქმა უნდა ნათესავები ვართ…
ჩემი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ის ვიცი რაც ტელევიზიით გავიგე, სხვა არაფერი, შვილიშვილებს ვფიცავ არაფერი არ ვიცი, თუ დამიჯერებთ, ძალიან ცუდად ვარ“, – ამბობს ტარიელ ესებუა.

შეგახსენებთ, პოლიციამ ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გამთენიისას დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 21 ოქტომბერს ესებუა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, სადაც მან მძევლები აიყვანა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიიმალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები