საჩხერეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება – შეხვედრები სარეკის, ბაჯითისა და ქვემოხევის მოსახლეობასთან გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე თვითმმართველობის წევრებთან ერთად სარეკის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეკის, ბაჯითისა და ქვემოხევის მცხოვრებლებმა წინადადებები წარადგინეს და ხმათა უმრავლესობით სასურველი პროექტები შეარჩიეს.

“სარეკში შემდეგი პროექტები განიხილეს: ჭიღლაძეებისა და კუტალაძეების უბანში გარე განათების მოწყობა; აბჟანდაძეების და კუპატაძეების უბანში ფანჩატურის მოწყობა; საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა; ტრენაჟორების დამონტაჟება. გადაწყდა გარეგანათებისა და ფანჩატურის მოწყობა.

ბაჯითში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გარე განათებასა და გაბაძეების უბანში ფანჩატურის მოწყობას შორის არჩევანი გარე განათებაზე შეჩერდა.

ქვემო ხევში ორი საკითხი განიხილეს: მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ცენტრალური საავტომობილო გზის ნაპირ სამაგრის მოწყობა და ფანჩატურის მოწყობა. ხმათა უმრავლესობა ნაპირ სამაგრის მოწყობამ მიიღო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები