გორში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან სრული დატვირთვით მოემსახურება პატარებს. თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა 180 აღსაზრდელზეა გათვლილი და ჯამში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღეს გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გავხსენით. ვულოცავ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. ამიერიდან, სასწავლო პროცესს კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და კომფორტული გარემო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა შეეხება შიდა ქართლის რეგიონსაც”, – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, რაზეც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. შენობის გარდა, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა ატრაქციონები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები