დედოფლისწყაროში სოფლის კრებები გრძელდება – მოსახლეობა მერს პრიორიტეტულ პრობლემებს აცნობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ოზაანის, გამარჯვებისა და თავწყაროს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრებს ადგილობრივებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ხვალ საკუთარ არჩევანს სოფელ ხორნაბუჯის, ჭოეთის დასახლებისა და სოფელ სამრეკლოს მოსახლეობა გააკეთებს, რითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროგრამით განსაზღვრული შეხვედრები დასრულდება.