გოგი მეშველიანმა ბიბლიოთეკის საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულ, ნელიკო ღამბარაშვილს პარლამენტში უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა პარლამენტში უმასპინძლა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის –
ელბასის სახელობის ბიბლიოთეკის საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულ, ნელიკო ღამბარაშვილს.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ყაზახეთის, რუსეთის, ჩინეთის, უკრაინის, თურქეთის და საქართველოს. ნელიკომ, ყაზახურ ენაზე შესრულებული სიმღერით მეორე ადგილი მოიპოვა.

„ის დღეს თავის პედაგოგ იამზე ჯაყელთან და მის ვაჟთან ერთად მესტუმრა.ნელიკოს მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცე, მცირე სიმბოლური საჩუქარიც გადავეცი და მომავალი დიდი წარმატებები ვუსურვე,“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები