ახალციხის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 675 მოქალაქემ ისარგებლა
ახალციხის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 675 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 110 919 ლარი შეადგინა.
როგორც მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია 519 ბენეფიციარს, 31 367 ლარის ოდენობით. მათ შორის: ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ მიიღო 25 ოჯახმა, ფულადი დახმარების სახით გაიცა 8050 ლარი; შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 11 ბენეფიციარმა, 475 ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარების ქვეპროგრამით ისარგებლა 2 მოქალაქემ, ფულადი დახმარების სახით გაიცა 1000 ლარი; მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 274 ბენეფიციარმა, 9590 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის” უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 185 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 6340 ლარი; ობოლ ბავშვთა და მარჩენელდაკარგულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 13 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 1560 ლარი და სხვა.
“მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 156 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 79 552 ლარი. მათ შორის: სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა 18 მოქალაქემ, 8443 ლარის ოდენობით; “გეგმური და სასწრაფო ოპერაციების” დაფინანსებით ისარგებლა 55 მოქალაქემ, 29280 ლარის ოდენობით; ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 33 ბენეფიციარს, 22 299 ლარის ოდენობით; სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 6 მოქალაქეს, 2105 ლარის ოდენობით; ვეტერანთა მედიკამენტური პაკეტით ისარგებლა 4 პირმა, 1816 ლარის ოდენობით; ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტური პაკეტით ” ისარგებლა 5 პირმა, დაფინანსების სახით გაიცა 1044 ლარი; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 35 ბენეფიციარმა, 11 716 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, იანვრის თვეში, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3952 ლარი გაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 640 200 ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 7 ქვეპროგრამით და 20 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.