გორში წედისისა და ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, წედისისა და ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია.
პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი და მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი კედლებიც.
გრუნტიანი გზა და დაზიანებული ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები