საჩხერეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 დაიწყო. ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პერევის, ჯრიას, ჭურნალის, დარყას, სპეთის, ჭალას, დრბოს, ღონას და საკოხიას მოსახლეობასთან ერთად მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები დაგეგმეს.
“პერევში მოსახლეობამ დააყენა ოთხი საკითხი: წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, მცირე სპორტული მოედნის,, შიდა საუბნო გზების და ფანჩატურის მოწყობა. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მცირე სპორტული მოედნის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელ ჯრიაში მოსახლეობამ დააყენა ორი საკითხი: სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და შიდა საუბნო გზების მოწყობა. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა პირველი საკითხი.
სოფელი ჭურნალის მოსახლეობამ ერთხმად სასაფლაოს შიდა ტერიტორიის მოწყობა გადაწყვიტა.
სოფელ დარყაში მოსახლეობის მიერ დაყენებულ იქნა სამი საკითხი: თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა, შიდა საუბნო გზების და გარე განათების მოწყობა. ხმათა უმრავლესობით პირველი ორი პროექტი განხორციელდება.
სოფელ სპეთში მოსახლეობამ ხუთი საპროექტო წინადადება წარადგინა: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა,სკოლის მიმდებარედ სპორტული მოედნის მშენებლობის გაგრძელება, სასაფლაოს შემოღობვა და სარიტუალო დარბაზის მოწყობა. ხმათა უმრავლესობით სპორტული მოედნის მშენებლობის გაგრძელება გადაწყდა.
სოფელ ჭალაში მოსახლეობას ოთხი წინადადება ჰქონდა: სიჩქარის შემზღუდავი ნიშნების განთავსება, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, სკოლასთან ახლოს, ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხმათა უმრავლესობით შეირჩა გარე განათების მოწყობა და ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, სკოლასთან ახლოს, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სოფელი დრბოს მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვტა მოეწყოთ სასაფლაოსკენ მისასვლელი გზა;
სოფელ ღონას მოსახლეობამ გადაწყვიტა სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის მშენებლობის დასრულება
სოფელ საკოხიას მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის საუბნო გზა მოეწყობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 30 იანვარს დაიწყო და 14 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები 46 სოფელს მოიცავს”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.