თორნიკე რიჟვაძე ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრს შეხვდა
ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის მინისტრს, მარია ესპერანსა ქრისტინა გარსია ფრანკოს შეხვდა, ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები და ტურიზმის სექტორში პოტენციური პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, აჭარაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თორნიკე რიჟვაძემ ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია.
2022 წელს ქვეყანაში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 3.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 2022 წელს აჭარაში უცხოელი და შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 3 მილიონს აღემატება. სრულად არის აღდგენილი ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.