ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაცია სრულდება სერგი დანელიას ქუჩაზე.

ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი. ასევე განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები”.
მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენელი 13“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები