ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.
როგორც მერიის გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 384 ოჯახს სამშენებლო მასალა გადაეცემა. გადაიხურება 2 მრავალბინიანი სახლი, 3 ადმინისტრაციული შენობა.ჯამში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად 2 500 000 ლარი გამოეყო.
“დღეს შემოვიდა კერძო სახლების სახურავები და ხის მასალა. ეტაპობრივად დაიწყება გაცემა და რამდენიმე დღეში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჩვენს მუნიციპალიტეტში სრულად აღმოფხვრილი იქნება”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
ქალაქის ტერიტორიაზე თუნუქის დარიგება უკვე დაიწყო. სამუშაოებს ლანჩხუთის მერი საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად გაეცნო.