გოგი მეშველიანი ბოლნისისი მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას მერის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

ანგარიშის წარდგენას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გასულ წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა.მისასალმებელია საკუთარ მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების შესრულება და ამ ფორმით საზოგადოებასთან კომუნიკაცია. წარმატებებს ვუსურვებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს და მის გუნდს.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები