დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, სოლომონ ღორაშვილთან ერთად სოფელ ფიროსმანში, ქვემო ქედში, არხილოსკალოსა და ზემო ქედში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოეწყო 7 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტირდა -10. ახალი სტადიონები აშენდა ზემო მაჩხაანში, ქვემო ქედში, სამრეკლოში , ზემო ქედში და დედოფლისწყაროში , ხოლო არსებული სპორტული მოედნები რეაბილიტირდა ქვემო ქედში, ფიროსმანში, სამრეკლოში, გამარჯვებაში, ოზაანში, ხორნაბუჯში, არბოშიკში, მირზაანსა და დედოფლისწყაროში.
სპორტული ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა-განახლება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.