აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქედისა და ხელვაჩაურის თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამინისტროს 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები გააცნო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ სამინისტროს 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები ქედისა და ხელვაჩაურის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მინისტრმა გააცნო.

„როგორც ზაზა შავაძემ აღნიშნა, პროგრამების პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე. ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება“.
სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ ღონისძიებას, სოფლად მეწარმეობის განვითარების და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, რისთვისაც გამოყოფილია 4 904 500 ლარი.

მიმდინარე წლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აგროსერვისის განვითარება რეგიონში, რომლის დაფინანსება შადგენს, 4 436 128 ლარს, განახლდა ქვეპროგრამა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა.

2023 წელს გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერებსა და აგრომეწარმეებს საველე პირობებში გაეწევათ სწავლება-კონსულტირება, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 199 600 ლარით. აგრეთვე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება რომლის დაფინანსებისთვის სამინისტრო დახარჯავს 1 505 510 ლარს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები