ლანჩხუთში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 6 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აცანის, ჯურუყვეთის, მამათის, აკეთის, სუფსისა და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა პროექტების შერჩევის მიზნით, სხვადასხვა წინადადებები წარმოადგინეს, მათ შორის, შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ა.შ.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე თორნიკე ტიკაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები