გორის მერია სწავლას 50% და 70% გრანტის მქონე სოცდაუცველ სტუდენტებსაც დაუფინანსებს

2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის ღირებულებას 50%-იან და 70%-იან სახელმწიფო გრანტის მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც დაუფინანსებს.

გორის მერიის ინფორმაციით, დღემდე, აღნიშნული დაფინანსებით მხოლოდ გრანტის არმქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტები სარგებლობდნენ.

“სოციალური პროგრამა სტუდენტებს სწავლის ღირებულების დაფინანსებას წელიწადში ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით სთავაზობს.

აღნიშნული მუხლით სარგებლობა მხოლოდ იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000.

გარდა აღნიშნულისა, 2023 წელს ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამის სხვა მუხლებშიც განხორციელდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები